ვიტამინები


ვიტამინები


საჭირო ვიტამინების გარეშე ადამიანის ჯანმრთელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. იმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმმა სრულყოფილად იფუნქციონიროს, დიდი რაოდენობით ვიტამინებია საჭირო. ქვემოთ ნახავთ, რა ვიტამინებს უნდა ვღებულობდეთ სისტემატურად და რომელ პროდუქტებში მოიპოვება ისინი დიდი რაოდენობით.


ვიტამინი A – A ვიტამინს ყველაზე დიდი რაოდენობით სტაფილო შეიცავს. ასევე მდიდარია ისპანახი, გარგრის ჩირი, რძე, კვერცხის გული.


ისპანახი



ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს კომბოსტო, მუხუდო, წითელი წიწაკა, გოგრა. თითქმის ყველა ხილი შეიცავს A ვიტამინს, მაგრამ გარგარი ყველაზე მეტად. ასევე ძალიან მდიდარია ნესვი.


ვიტამინი B1 – B1 ვიტამინით მდიდარია მწვანილი, მზესუმზირის თესლი, თევზეული, ღორის ხორცი, თხილი, კაკალი.


ვიტამინი B3 – ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ბრინჯი, ხორბალი, მიწის თხილი, თევზეული, მოხარშული ღვიძლი, ხბოს ხორცი, ქათმის ხორცი, შებოლილი ხორცი, წითელი წიწაკა, მზეზე გამომშრალი პომიდორი.


ვიტამინი B12 - ვიტამინი B12-ით მდიდარია ზღვის პროდუქტი (ხამანწკები, ხიზილალა, თევზეული). ასევე მოხარშული ღვიძლი, ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი, ყველი, კვერცხი. ცნობილია, რომ B12 ვიტამინს ანადგურებს E220 ემულგატორი (კვებითი დანამატი), ამიტომ მოერიდეთ ისეთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს E220-ს.


ვიტამინი C – ბოსტნეულიდან C ვიტამინით მდიდარია ბულგარული წიწაკა, მწვანე და წითელი წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო.


დაფქვილი წითელი წიწაკა



ხილიდან მარწყვი, მაყვალი, კივი, ლიმონი, ფორთოხალი. C ვიტამინით სხვა ბევრი ხილი და ბოსტნეულია მდიდარი: კომბოსტო, წიწმატი, ბოლოკი, ატამი, ალუბალი, ბანანი, ანანასი.


ვიტამინი D – რძის პროდუქტები D ვიტამინის საბადოა. ასევე ზღვის პროდუქტი (ხამანწკი, ხიზილალა, თევზეული). ამას გარდა, D ვიტამინს მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს სოკო, კვერცხი და ზოგიერთი ძეხვეული.


ვიტამინი E – E ვიტამინით მდიდარია წითელი წიწაკა, მზესუმზირის თესლი, ნუში, მიწის თხილი, გარგრის ჩირი, ზეთისხილი, ისპანახი.


ვიტამინი K – ვიტამინი K ყველაზე დიდი რაოდენობით ბოსტნეულში გვხვდება. ასეთებია: მწვანე ხახვი, კომბოსტო, წითელი წიწაკა, ბროკოლი, კიტრის მწნილი.


ბროკოლი



ასევე კივი, ყურძენი და ქლიავის ჩირი.


ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია B2, B5, B6, B7, B9 ვიტამინებიც. ამ ვიტამინებს დიდი რაოდენობით შეიცავენ შემდეგი პროდუქტები: მოხარშული ღვიძლი, ბრინჯი, ხორბალი, მზეზე გამომშრალი პომიდორი, ხიზილალა, თევზეული (ორაგული…), ყველი, კვერცხი, ლობიო, მწვანე ლობიო, ისპანახი, თალგამი, მსეზუმზირის თესლი, თხილი, სხვადასხვა ცხარე სანელებლები.


No comments:

Post a Comment