ყველაზე სასარგებლო ხილი და ბოსტნეული


ყველაზე სასარგებლო ხილად მოიაზრებიან:


1. ვაშლი

2. გარგარი

3. გრეიფრუტი

4. ბანანი

5. კენკროვანი ხილი (ჟოლო, მოცვი, მარწყვი, მაყვალი)

6. კივი

7. ალუბალი

8. შავი და მეწამული ყურძენი

9. საზამთრო

10. ბროწეული


მეწამული ყურძენი



საბოლოო ჯამში, ყველა ხილი სასარგებლოა და თუ საშუალება გაქვთ, ნებისმიერი ხილი მაქსიმალური რაოდენობით მიირთვით.


ბოსტნეული A, C და K ვიტამინების კარგი წყაროა, ასევე მაგნიუმის, მანგანუმის და კალიუმის. ყველაზე სასარგელო ბოსტნეულად მოიზარებიან:


1. ბროკოლი (თუმცა, საქართველოში მე ის თვალით არ მინახავს, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ის ლამის ჯანმრთელობის სიმბოლოა და ასევე იმითაა ცნობილი, რომ ბავშვების საჭმლისადმი სიძულვილთან ასოცირდება)

2. სტაფილო

3. ყვავილოვანი კომბოსტო

4. ისპანახი

5. პომიდორი

6. ხახვი

7. კომბოსტო

8. ბადრიჯანი

9. ნიორი

10. მუხუდო

11. ბულგარული წიწაკა

12. სოიო

13. ლობიო

14. თალგამი

15. მწვანილი (წიწმატი, მწვანე ხახვი…)


სუბიექტური მიზეზების გამო სიაში არ შევიდა ჭარხალი, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა (უბრალოდ მე ვერ ვიტან).





შოკოლადიშოკოლადს ბევრ სასარგებლო თვისებებს მიაწერენ. იგი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ასევე ტვინის კარგი სტიმულატორია. შოკოლადის მოხმარება ამცირებს ყელთან დაკავშირებულ პრობლემებს და ზოგიერთი სახის სიმსივნის რისკსაც. ზოგი ექიმი ამტკიცებს, რომ შოკოლადი სქესობრივ აქტივობასაც აძლიერებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ შოკოლადის ჭამისას ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა ე.წ. ბედნიერების ჰორმონი პრეგნენოლონი (რასაც მე დავემოწმები). თუმცა, ამ ყველა სასარგებლო თვისებას შავი შოკოლადი უკეთ ინარჩუნებს, ვიდრე რძიანი, ამიტომ, როცა ექიმები შოკოლადს ურჩევენ, როგორც წესი, შავ შოკოლადს გულისხმობენ. რაც შეეხება უარყოფით გავლენას ორგანიზმზე, შოკოლადი შეიძლება აკნეს, ან სხვა მსგავსი კანის პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, მისი მცირე რაოდენობით მიღებაც კი ზოგჯერ წონაში მნიშვნელოვნად მატებას იწვევს, რადგან ძალიან მაღალკალორიული პროდუქტია და როგორც წესი (“როგორც წესი”), მისი დიდი რაოდენობით მირთმევა, ზოგადად ჯანმრთელობისთვის სასურველი არ არის.


ყავა



ყავა ცნობილია, როგორც კარგი საშუალება ზოგიერთი დაავადების პროფილაქტიკისთვის. მაგალითად, პარკინსონის დაავადების. იგი ასევე ამცირებს ორალური სიმსივნეების, მაგალითად, ხორხის სიმსივნის რისკსაც (თუმცა, ზოგი ექიმის მტკიცებით მან შეიძლება სხვა სახის სიმსივნეების პროვოცირება გამოიწვიოს), იცავს ღვიძლს ციროზისგან. გავრცელებული შეხედულების თანახმად, ყავა აფხიზლებს და მეხსიერებას აუმჯობესებს. იგი ასევე ორგანიზმში ადრენალინის გამოყოფასაც უწყობს ხელს, თუმცა, ადრენალინის ჭარბი დოზა შეიძლება მავნებელიც აღმოჩნდეს. ამასთან, ყავას სხვა უარყოფითი შედეგებიც მოაქვს. იგი ზრდის ქოლესტერინის დონეს და ამცირებს ორგანიზმში რკინის შემცველობას. გარდა ამისა, გაუფილტრავი ხსნადი ყავა საკმაოდ მავნებელია თირკმელებისთვის. ყავა ასევე დაკავშირებულია ძილის პრობლემებთან და ზოგიერთებში შეიძლება პულსის აჩქარების მიზეზიც გახდეს. ამას გარდა, როგორც ყველამ იცის, ყავა კოფეინის მნიშვნელოვანი წყაროა. ეს უკანასკნელი ადამიანის ორგანიზმისთვის საჭიროა, მაგრამ მცირე რაოდენობით.


ნაყინი



ნაყინს ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. იგი ამცირებს სიმსივნეების რისკს, ასევე შეიცავს ცილებსა და ზოგჯერ ანტიოქსიდანტებს. ეკოლოგიურად სუფთა ნაყინი კალციუმის კარგი წყაროა და გარკვეული რაოდენობით B12 ვიტამინებსაც შეიცავს. იგი ზოგჯერ პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა თირკმლის კენჭების წინააღმდეგ და შესაძლოა, მაღალი პულსის დარეგულირებასაც შეუწყოს ხელი. უარყოფითი მხარეები ისაა, რომ იგი შეცავს დიდი რაოდენობით ცხიმსა და შაქარს, რაც წონის შესანარჩუნებლად არც ისე სასურველია. გარდა ამისა, არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებიც. მაგალითად, ზოგის აზრით ნაყინი სასარგებლოა ქოლესტერინთან საბრძოლველად, ხოლო სხვები ამბობენ, რომ ის ქოლესტერინის საბადოა. არაერთგვაროვანი აზრი არსებობს სისხლში შაქრის დონეზე ნაყინის გავლენასთან დაკავშირებითაც. მთავარი აქაც ზომიერების დაცვაა. ზომიერების ფარგლებში არც ცუდი ნაყინი იქნება მნიშვნელოვნად მავნებელი და კარგი ნაყინიც მაქსიმალურად არგებს ჩვენს ორგანიზმს.


საკონდიტრო ნაწარმი



საკონდიტრო ნაწარმში იგულისხმება ტკბილი ფუნთუშები, ორცხობილები, ნამცხვრები, ტორტები. ფუნთუშებსა და ორცხობილებს ადამიანის ორგანიზმისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ადამიანი დიდი რაოდენობით ცომსა და შაქარს იღებს. ცომი წონის მატებას უწყობს ხელს, ხოლო შაქარი არც წონის შესანარჩუნებლადაა სასურველი და დიაბეტის რისკსაც ზრდის. მსგავს პროდუქტებში ბევრი რამაა დამოკიდებული ხარისხზე. მაღალი ხარისხის ნამცხვარი ან ტორტი სასარგებლოცაა, თუ მას ზომიერი რაოდენობით მივირთმევთ. ტორტები და კრემიანი ნამცხვრები აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს. მსგავსი პროდუქცია დღეს მასობრივად იყიდება მაღაზიებში, მაგრამ ცოტა თუ იცავს შენახვის ნორმებს. ტორტები და კრემიანი ნამცხვრები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში საჭიროზე დაბალ ტემპერატურაზე ინახება (ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით), სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი ხდება.


No comments:

Post a Comment